ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მდინარაძე ნავალნის გარდაცვალებაზე: სამწუხაროა, მაგრამ გვახსენებს 2012 წლამდე რეჟიმს

საფუძვლიანი ეჭვები ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, რაც ვრცელდება მის გარდაცვალების მიზეზებზე, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, ესეც ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ ამავდროულად, არც ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვახსენებს ასევე ძალიან სამწუხაროდ 2012 წლამდე ჩვენ დაღუპულ ასობით პატიმარს ციხეში.
სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას ჰყავდა ისეთი ხელისუფლება, რომ დღეს რომ ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების პირობებში საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება რა გარემოებებში დაიღუპა კონკრეტული ადამიანი, ეს რომ გვახსენებს სულ რაღაც 11-12 წლის წინანდელ რეჟიმს. ეს კიდევ უფრო მეტი უბედურებაა ჩვენი ქვეყნის კონტექსტში და ამ რაკურსით თუ შევხედავთ ამ ყველაფერს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.