ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მდინარაძე: ვიბრძოლებთ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის და არა უბრალო გამარჯვებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ოპოზიციური ველი არის მოშიშვლებული და აქ არანაირი პრობლემა არ გვქონდა და არ გვაქვს, კიდევ უფრო მაღალ შედეგებს დავდებთ. საკმაოდ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ვიბრძოლებთ და არა უბრალო გამარჯვებისთვის. ეს არის ჩვენი პარტიული შედეგების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ ქვეყნის გაძლიერების, ეკონომიკის ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი დინამიკის, დეოკუპაციის, სიღარიბის დაძლევის ევროინტეგრაციის, ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტი პროგრესი გვინდა რომ გვქონდეს და ეს გადახალისება ამაში კიდევ უფრო მოგვეხმარება.
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე სამთავრობო ცვლილებებზე. 29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტიდან უკვე მეორედ გადადგა. კობახიძე ბიძინა ივანიშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.