ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მდინარაძე ევროპარლამენტარებზე: ჩვენ უფროსებს არ დავინიშნავთ

ჩვენ ერთ რამეს ვლამობთ და მივაღწევთ - საქართველო ყოველთვის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს მიიღებს. თუ ვინმე მოინდომებს, რომ უფროსი იყოს, ეს ასე არ მოხდება. ჩვენ ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს მეგობრობის ხელს ვუწვდით. ჩვენი ოპონენტები კი ცდილობენ, უფროსი დაინიშნონ. ჩვენ უფროსებს არ დავინიშნავთ. ღირსეული მეგობრები ვიქნებით და ყველა იმ საქმეში წავყვებით, რაც საქართველოს ფიზიკურად არ გაანადგურებს და ქართულ იდენტობას არ გაანადგურებს. დანარჩენზე ყველაფერზე მივყვებით. ფიზიკური და სულიერი განადგურების საფრთხეს დღის წესრიგად ნურავინ დაგვიდებს - და მაგალითად, დიდი ილიას მიერ ნათქვამი ტრიადიდან სარწმუნოებას ნუ ამოგვიღებს და ნუ ჩაგვინაცვლებს, ნურავის ხელით. მოკლედ, ომს ნუ მოგვიწოდებს, როგორც ეს 2-3 წლის წინ ხდებოდა, თქვა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.