ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მგონი, ბატონი ხაზარაძე პოლიტიკიდან მიდის და ამისთვის პრელუდიებია საჭირო, ვფიქრობ, „ლელო“ უკვე მიხვდა, რომ პოლიტიკა არ არის მათი წარმატების ადგილი - იაგო ხვიჩია

მე მგონი, ბატონი ხაზარაძე პოლიტიკიდან მიდის და ამისთვის პრელუდიები საჭიროა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, სადაც „ლელოს“ თავმჯდომარე ამბობს: „ნამდვილად არ მინდა, ვინმე ვისურვო დასანქცირებული, მაგრამ როცა საუბარია ჩვენი ქვეყნისა და ეროვნულ ინტერესზე, ყველა მეთოდი მისასალმებელია“.
ხვიჩას თქმით, „ლელო“ უკვე მიხვდა, რომ პოლიტიკა არ არის მათი წარმატების ადგილი.
„მე მგონი, ბატონი ხაზარაძე პოლიტიკიდან მიდის და ასე ემშვიდობება პოლიტიკას. პოლიტიკიდან მთლად უცბად ვერ წავა და ამისთვის ასეთი ტიპის პრელუდიები საჭიროა. ლოგიკურად ასე მეჩვენება, რადგან მე მგონია, რომ „ლელო“ უკვე მიხვდა, პოლიტიკა არ არის მათი წარმატების ადგილი. მე მგონი, არც კვალიფიკაციის ამაღლებას აქვს ადგილი, რომ მომავალში პერსპექტივები ჩანდეს. გონიერი ხალხია, რამდენიმე მილიონს დახარჯავენ და ღირსეულად გავლენ პოლიტიკიდან. 2024 წლის არჩევნებამდე რთულია უბრალოდ გაქრეს, მაგრამ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ნელ-ნელა გაიწოვება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: primetime.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.