მგონია, რომ ქალბატონი სალომე გავიდა პენსიაზე და უბრალოდ ერთობა

მგონია, რომ ქალბატონი სალომე გავიდა პენსიაზე და უბრალოდ ერთობა
არ ვიცი რომელ სახალხო დღესასწაულზე ვლაპარაკობთ, რადგან რატომღაც არ შემიმჩნევია, რომ რაღაც სახალხო დღესასწაული გვქონდეს ჩვენ მოწყობილი და მით უმეტეს სალომე ზურაბიშვილმა რომ მოაწყოს სახალხო დღესასწაული თუ წაართვას მე ამის საერთოდ არ მჯერა.
მგონია, რომ ჩვენ ახლა არ ვართ იმ მდგომარეობაში, სახალხო დღესასწაულებს ვაწყობდეთ, ბევრად უფრო რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში ვართ და ნაკლები ადამიანი მეგულება, ვისაც ზოგადად ეზეიმება, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას რაც შეეხება, ეს კიდევ ერთხელ ემსახურება ოპოზიციის და მათი ამომრჩევლის გატროლვას, – ამის შესახებ „გირჩის“წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ბევრი ინიციატივები გააჩნდა აქამდე, მაგრამ არცერთი არ დამთავრებულა წარმატებით იმ ხალხისთვის, ვისაც ხელისუფლების ცვლილება უნდა.
„მგონია, რომ ქალბატონი სალომე გავიდა პენსიაზე და უბრალოდ ერთობა როგორც შეუძლია, ამას დავარქმევდი მის ამ ინიციატივას. ჩვენი მოქმედი მდგომარეობა, რაც ახლა გვაქვს, არავის მხრიდან არ იმსახურებს ჩაბარებას. ანუ ჩვენმა ჯარისკაცებმა არც მოქმედ და არც ყოფილ პრეზიდენტს არაფერი არ უნდა ჩააბარონ, რადგან არცერთს არ დაუმსახურებია თავისი შინაარსით, რომ ჯარი დგებოდეს და პატაკს იბარებდეს მთავარსარდალი, რომელსაც არაფრის უფლება არ გააჩნია ჯართან მიმართებით. არც მოქმედი პრეზიდენტია ასეთი, რომელსაც რამე უფლება გააჩნია, ის ფორმალურადაა მთავარსარდალი და ქალბატონი სალომე ხომ საერთოდ ირონიული შეიძლება იყოს მხოლოდ მის მიერ რამის ჩაბარება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს