ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მგზავრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო მემინგენი-ქუთაისის რეისი ავარიულად დაეშვა რუმინეთში

ავიაკომპანია ვიზეარის მემინგენი-ქუთაისის რეისი ავარიულად დაეშვა რუმინეთში. როგორც “ნეტგაზეთს” რეისის ერთ-ერთი მგზავრი უყვება, მიზეზი ფრენის დროს მგზავრებს შორის კონფლიქტი გახდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
“ნეტგაზეთის” წყაროს თქმით, დაპირისპირება ქართველ და რუს მგზავრებს შორის მოხდა, რა დროსაც, ამ უკანასკნელმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ამის გამო, თვითმფრინავი სასწრაფოდ, რუმინეთში დაეშვა. დაშვების შემდეგ მხარეები ბორტიდან პოლიციის თანხლებით ჩაიყვანეს.
“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადამოწმებას მოპოვებას ავიაკომპანიიდან ცდილობს. დამატებით დეტალებს მიღებისთანავე მოგაწვდი.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.