მაჯედ ალ-ანსარი: ვადასტურებთ, რომ კატარი იტოვებს საერთაშორისო სამართალთან შესაბამისად ამ უტიფარი აგრესიის ბუნებისა და მასშტაბის ტოლფასი პასუხის გაცემის უფლებას

ირანმა კატარში აშშ-ს ავიაბაზის, ალ-უდეიდის ბაზის, მიმართულებით, ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის თავდასხმა დაგმო და აღნიშნა, რომ კატარი პასუხის გაცემის უფლებას იტოვებს.
“კატარის სახელმწიფო მტკიცედ გმობს ირანის რევოლუციური გვარდიის თავდასხმას, რომელმაც მიზანში ალ-უდეიდის ავიაბაზა ჰქონდა ამოღებული. ამას კატარის სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მისი საჰაერო სივრცის, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის შემზარავ დარღვევად მივიჩნევთ. ვადასტურებთ, რომ კატარი იტოვებს საერთაშორისო სამართალთან შესაბამისად ამ უტიფარი აგრესიის ბუნებისა და მასშტაბის ტოლფასი პასუხის გაცემის უფლებას.
კატარის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა თავდასხმა ჩაშალეს და ირანული რაკეტები ჩამოაგდეს. თავდასხმის გარემოებების შესახებ დეტალურ განცხადებას მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრო გაავრცელებს.
ასევე ხაზს ვუსვამთ, რომ ასეთი ესკალაციური სამხედრო ქმედებების გაგრძელება რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ძირს გამოუთხრის და ჩაითრევს სიტუაციებში, რომლებსაც საერთაშორისო მშვიდობისთვისა და უსაფრთხოებისთვის კატასტროფული შედეგები შეიძლება ჰქონდეს.
ყველა სამხედრო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებების მაგიდაზე და დიალოგისთვის დაბრუნებისკენ მოვუწოდებთ.
გარდა ამისა, კატარის სახელმწიფო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც რეგიონში ისრაელის ესკალაციის საფრთხეებზე საუბრობდა. თანმიმდევრულად მოვუწოდებდით, რომ დიპლომატიური გამოსავლებს მიენიჭოს პრიორიტეტი და კეთილმეზობლობისა და ესკალაციისთვის თავის არიდების მნიშვნელობას ხაზს ვუსვამდით.
ხელახლა ვადასტურებთ, რომ დიალოგი ახლანდელი კრიზისი გადალახვისა და რეგიონის უსაფრთხოებისა და მისი ხალხის მშვიდობის უზრუნველსაყოფად ერთადერთი გზა არის.
მანამდე, ბაზის ევაკუაცია მოხდა რეგიონში დაძაბულობის გათვალისწინებით დამკვიდრებული უსაფრთხოებისა და წინასწარი სიფრთხილის ზომების შესაბამისად. ყველა საჭირო ნაბიჯი გადაიდგა, რათა ბაზის პერსონალის, მათ შორის კატარის შეიარაღებული ძალების წევრების, მეგობრული ძალებისა და სხვათა უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ყოფილიყო. ვადასტურებთ, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და არ დაღუპულა”. – წერს კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მაჯედ ალ-ანსარი.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ღარიბაშვილს რაღაც უნდა, რაღაცას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს – რეჟიმის წარმომადგენლები კი თავადვე ამბობენ, რომ მათ შორის არიან კორუმპირებულები, მოღალატეები, ერთმანეთს აბეზღებენ, რეჟიმი ჩქარი ტემპით მიდის დასასრულისკენ

არჩილ გორდულაძე მარტა კოსზე – რუკას დახედონ და გაითავისონ, რომ ცივილიზაციური უფსკრულის პირას მყოფი პოზიციიდან საუბარი ისევ მათთვის არის არაჯანსაღი – როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, მეტად შეიძლება სჭირდებოდეს ევროკავშირს საქართველო

ლევან ტიელიძე ნეპალ-ტიბეტის კატასტროფის შესახებ: საქართველოში ბოლო ინვენტარიზაციის მონაცემებით 800-ზე მეტი მყინვარია. მყინვარული და მაღალმთიანი პროცესების შესწავლა მხოლოდ აკადემიური საკითხი აღარ არის, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია (ვიდეოები)