ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მახსენდება სიმღერა „უკან სსრკ-ში“ – გალერი თბილისში მომხდარ თავდასხმებზე

„როცა ასეთ დანაშაულებს ვხედავ, ერთადერთი სიმღერა, რომელიც მახსენდება არის: „უკან სსრკ-ში“, – ასე ეხმაურება გერმანელი ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი საქართველოში ოპოზიციის წევრებსა და აქტივისტებზე მომხდარ თავდასხმებს.
ამის შესახებ ევროპარლამენტარი X-ზე წერს.
„ჯერ არ არის გვიანი საქართველოში რეაგირება ერთიანი კოორდინირებული სამოქალაქო მოძრაობის გზით, რაც საბოლოოდ პოლიტიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდება, რომელიც არჩევნებში „ქართული ოცნების“ ალტერნატივა იქნება“, – წერს გალერი.
უწყვეტი ანტირუსული პროტესტის მონაწილე პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და რიგით აქტივისტებს მეორე დღეა უცხოური ან ქართული ნომრებიდან ურეკავენ. ადრესატებს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებიან, რომ სახლთან დახვდებიან. ზარები განხორციელდა აქტივისტების ოჯახის წევრებთანაც.
გუშინ, 8 მაისს ღამით, ცნობილი გახდა, რომ თავს დაესხნენ აქციების 3 მონაწილეს: ენმ-ის წევრ დიმა ჩიქოვანს, ყოფილ დიპლომატს გია ჯაფარიძესა და ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.