ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მახარებს საქართველოს ძლიერი ერთგულება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ძალისხმევის განხორციელებისადმი - ოლივერ ვარჰეი

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.
ოლივერ ვარჰეი ხაზს უსვამს საქართველოს ერთგულებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ძალისხმევის განხორციელებისადმი.
„სიხარულით მივესალმები ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მახარებს საქართველოს ძლიერი ერთგულება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ძალისხმევის განხორციელებისადმი. ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის", - აღნიშნავს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.