ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაცხოვრის ჯვარცმის ჟამს მცხეთას ვნებული, კვართის მიმრქმელის წმიდა სიდონიას დედა (I)

მაცხოვრის ჯვარცმის ჟამს მცხეთას ვნებული, კვართის მიმრქმელის წმიდა სიდონიას დედა (I)

ხსენება გარდამავალია, ვნების შვიდეულის დიდი პარასკევი
წმინდა სიდონია და ელიოზი, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმას ესწრებოდა, და-ძმანი იყვნენ. მათი დედა ქრისტეს სჯულის ერთ-ერთი პირველი მაღიარებელი იყო.
იერუსალიმში იესოს ჯვარცმისას საქართველოდანაც ჩავიდნენ ურიები – ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. ელიოზის დედა – ელი მღვდელმთავრის ტომიდან იყო. სწორედ მან გააფრთხილა ვაჟები, რომ უფლის სისხლის დათხევაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ამასვე ევედრებოდა ელიოზს და სიდონია. მაცხოვრის ჯვარცმისას ლურსმნების დაჭედების ხმა თურმე მცხეთაში მოესმა ელიოზის დედას. წამოუძახებია: “მშვიდობით, მეფობაო ისრაელთაო, რამეთუ უგუნურებით მოჰკალთ უფალი და მაცხოვარი ყოველთა!” – და მწუხარებისგან იქვე დაულევია სული.
წყარო: კარიბჭე
კომენტარები კომენტარი

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.