“მაშინ NGO-ები დუმდნენ… მათი “კუტოკის” ზოგიერთი წევრი დიმა ჩიქოვანთან ერთად დარბოდა და აქტივისტებს ქირაობდა კეზერაშვილისთვის” – ჩერგოლეიშვილი

“ფედერალისტების თანადამფუძნებელი, :
1. ევროპული საქართველო რომ ოლიგარქიული ფულის გავლენით და ადამიანებით ვაჭრობის შედეგად, კეზერაშვილის კარნახით დაიშალა…
NGO-ები დუმდნენ, მათი კუტოკის ზოგიერთი წევრი ამ დროს დიმა ჩიქოვანთან ერთად დარბოდა მთელ ქვეყანაში და აქტივისტებს ქირაობდა კეზერაშვილისთვის. რომ დაინტერესებულიყვნენ, კორუფციულ სქემას გამოავლენდნენ, სადაც საქართველოს მოქლაქეების არჩევანი კეზერაშვილის ფულში იცვლება. 2. ნაციონალური მოძრაობა რომ ოლიგარქიული ფულის გავლენით დაიშალა – მელია რომ კეზერაშვილის კარნახით გაწიეს და მის ამომრჩეველს ჩალა გამოავლეს, ხაბე ჩაუდეს და მერე ხაბე ბოკუჩავათი ჩაანაცვლეს …. NGO-ებს ხმა არ ამოუღიათ, არ უთქვამთ რომ შიდა პარტიული დემოკრატია ვისაც არ აქვს, ის ვერც ქვეყანაში დაამყარებს დემოკრატიას. 3. ევროპული საქართველო რომ ოლიგარქიული გავლენის შედეგად მეორედ დაიშალა და ჯენზის მოპოვებული გამარჯვება და მზარდი პარტია ბანკროტი სუტენორის, გიგი წერეთლის მე-7 ადგილში გაიცვალა (ახლა მაინც ხომ ხვდებით პოტენციალს) … NGO-ები არათუ დუმდნენ, არამედ უხაროდათ – ეგონათ მათ საძულველ ჩერგოს იშორებდნენ კაკო ბობოხიძის დახმარებით თავიდან მეგობრებო, თავისუფლების დაცვა ღირსეულ ხალხს შეუძლია. სანამ ეს უპრინციპო, არაკვალიფიციური, უხედვო არარაობები წარმოადგენენ ჩვენს ინტერესებს, თავისუფლებას ვერ დავიცავთ. ამიტომ უნდა ჩაირეცხონ და გაქრნენ როფორც ფაქტორი ყველა, ვინც ოპოზიცია აი ამ სამარცხვინო კრიზისამდე მოიყვანა. ბრმა ბრმას როცა ეკიდება, ხევში იჩეხებიან. არაფერი პირადი.
მხოლოდ საქმე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა