ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაშინ და ახლა - ბავშვობის მეგობრების, ნინი ქარსელაძისა და მარიკა თხელიძის ამბავი - Marao

ნინი ქარსელაძე და მარიკა თხელიძე ერთი თაობის მომღერლები არიან. მათ ბავშვობის მეგობრობა და ახლა უკვე ნათელმირონობაც აკავშირებთ. ნინი და ამრიკა უკვე მრავალი წელია, მეგობრობენ, რაც დღემდე გრძელდება. ისინი ზაფხულის ცხელ დღეებსაც ერთად ატარებენ და ფოტოებსა და ვიდეოებს მგობრებსაც უზიარებენ:
ნინი ქარსელაძე
ნინი ქარსელაძე 1991 წლის 11 აპრილს დაიბადა. სამი წლის ასაკში პირველად ფრანგული სიმღერა „La belle dame sans regrets“ ჩაწერა. მე-5 კლასამდე სწავლობდა ფრანგულ კოლეჯში, შემდგომში გადავიდა თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში და ბრიტანულ სკოლაში. 1997 ჯგუფ „სახესთან“ ერთად ჩაწერა დუეტი „წვიმად გადავიქეცი“. 1998 წელს დაიწყო დუეტების შესრულება ზუკა ხუციშვილთან ერთად. 1999 წელს „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად ჩაწერა სიმღერა „ნინი და ქუჩის ბიჭები“. 2003 წელს კი - სიმღერა „ჩემი ქალაქი“.
ნინის რომ დედასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, ამაზე საჯაროდ ბევრჯერ უსაუბრია:
"მამის გარეშე გავიზარდე, მამა არ ცხოვრობდა ჩვენთან ერთად, დედა იყო ჩემთვის მამაც და დედაც. ძალიან მკაცრი იყო დედაჩემი – 22 წლამდე 10 საათზე უნდა ვყოფილიყავი სახლში. კარიერას და სიმღერას რაც შეეხება, ყველაფერი, ალბათ, ხათუნას დამსახურებაა. მას შეეძლო ღამეები გაეთენებინა სტუდიაში, როდესაც კეთდებოდა სიმღერა. ყველაზე მთავარი თვისება, რაც დედისგან ვისწავლე, ეს არის სიკეთის კეთება", – ამბობს ნინი.
ნინი ქარსელაძემ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. თამაზ ჯახუტაშვილია LKLEY OVERSEAS LIMITED, BVI წილის მფლობელია. ის ნინიზე 8 წლით უფროსია.
მარიკა თხელიძე
მარიკა თხელიძემ პოპულარობა ბავშვობის ასაკიდანვე მოიპოვა. მის მიერ შესრულებული არაერთი სიმღერა იქცა ჰიტად, რომელსაც დრესაც ასრულებენ. მარიკა უკვე ორი შვილის დედაა და ცხოვრების ახალ გამოწვევებსაც არ უშინდება.
მარიკა თხელიძე პირველად 2014 წელს დაოჯახდა, მისი მეუღლე გიგა ანდრიაძე იყო. წყვილს 2 წე­ლი­წად­ში ბიჭი შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც ნი­კუ­შა და­არ­ქვეს. ბავ­შვის ნათ­ლია და მარიკა თხელიძის მეჯ­ვა­რე, არა­ნაკ­ლებ ცნო­ბა­დი სახე, თიკა ჯამ­ბუ­რია იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მარიკა და გიგა ერთმანეთს დაშორდნენ. მარიკამ მეორედ იქორწინა და უკვე ორი შვილის დედაა.
მარიკა თხელიძე პირველად 2014 წელს დაოჯახდა, მისი მეუღლე გიგა ანდრიაძე იყო. წყვილს 2 წე­ლი­წად­ში ბიჭი შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც ნი­კუ­შა და­არ­ქვეს. ბავ­შვის ნათ­ლია და მარიკა თხელიძის მეჯ­ვა­რე, არა­ნაკ­ლებ ცნო­ბა­დი სახე, თიკა ჯამ­ბუ­რია იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მარიკა და გიგა ერთმანეთს დაშორდნენ. მარიკამ მეორედ იქორწინა და უკვე ორი შვილის დედაა.

არქივის შესახებპირველწყარო: marao.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.