ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მოსული უხვი ნალექის შედეგად, გზის გაგრძელებას 30-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება ვერ ახერხებდა, სადაც 90-ამდე ადამიანი იმყოფებოდა.
„ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქის უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხერხდა. მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება“,-აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.