ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაღაროელებმა ჭორვილაში, ოლიგარქის სახლთან აქცია დააანონსეს

მაღაროელებმა ჭორვილაში, ოლიგარქის სახლთან აქცია დააანონსეს

36 დღეა ჭიათურელი მაღაროელები უმუშევრობასა და უხელფასობას აპროტესტებენ. ორი მაღაროელი პროტესტის ნიშნად უკვე მეორე დღეა შიმშილობს.
მაღაროელები კომპანიის მიერ 3 620 თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლებას აპროტესტებენ და ითხოვენ, რომ სახელმწიფომ გააუქმოს “ჯორჯიან მანგანეზის” ხელშეკრულება და სხვა კომპანიით ჩაანაცვლოს.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, კვირას, 6 აპრილს, მაღაროელები ჭორვილაში, ივანიშვილის სახლთან აქციას გამართავენ.
მაღაროელები ასევე ითხოვენ შეხვედრას “ოცნების” მთავრობასთან; ინვესტორის წასვლასა და სამუშაოებზე პასუხისმგებლობის სახელმწიფოს მიერ აღებას; მარგანეცის გატანიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით ფონდის შექმნას ჭიათურის მომავალი თაობის განვითარებისათვის; ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში უფასო შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას, რომელიც მოსახლეობას მოემსახურება; ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად ღია კარიერული წესით მოპოვების გაკონტროლებას.
[ფოტო: ინფო იმერეთი]

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.