მაღალი სიცხე, სისუსტე, თავისა და სახსრების ტკივილი – გრიპის სეზონი აქტიურ ფაზაშია

მაღალი სიცხე, სისუსტე, თავისა და სახსრების ტკივილი – ამ სიმპტომებით ექიმებს სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს, თუმცა ეს პიკი არ არის. პედიატრიულ კლინიკებში მიმართვიანობა ბოლო ერთი თვეა გაიზარდა. იაშვილის კლინიკის დირექტორი სამედიცინო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის პარალელურად, დაავადებათა კონტროლის მონაცემებზეც საუბრობს. ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ლაბორატორიულად გადამოწმებული ვირუსული შემთხვევების 27% სეზონური გრიპია.
გაზრდილია მიმართვიანობა ციციშვილის ბავშვთა პედიატრიულ კლინიკაშიც. ექიმები ამბობენ, რომ დღის განმავლობაში 40-ზე მეტი პაციენტის მიღება უწევთ. მიუხედავად მაღალი მიმართვიანობისა, საავადმყოფოში ადგილების რაოდენობა შეზღუდული არ არის. სამედიცინო დაწესებულებაში მისვლიდან 3 დღეში პაციენტი ბინაზე ეწერება.
ბავშვების გარდა, სეზონური ვირუსის სიმპტომების გართულებების გამო, ექიმების ჩართვა უხდებათ დიდებსაც. ინფექციურ საავადმყოფოში შემთხვევების მატება იანვრიდან დაიწყო.
ვირუსის გავრცელების მაღალ მაჩვენებლებზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრიც. თუმცა ზურაბ აზარაშვილის ამბობს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემთხვევების რაოდენობა ნაკლებია და პანიკის საფუძველიც არ არსებობს. მინისტრი კლინიკებში არსებული მონაცემების საფუძველზე ადასტურებს, რომ დაწესებულებები არც გადატვირთულია და ქვეყანას არც საწოლფონდის პრობლემა აქვს.
ვირუსის შემთხვევების მატება იანვრის ბოლოსაა მოსალოდნელი. ექიმების რეკომენდაცია ვირუსის საწინააღმდეგო აცრაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება