ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაღალბიუჯეტიანი სასტუმროების დატვირთულობა და ნომრის ღირებულებაც შემცირდა - თიბისი კაპიტალი

მაღალბიუჯეტიანი სასტუმროების დატვირთულობა და ნომრის ღირებულებაც შემცირდა - თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა ტურიზმის სექტორის მიმოხილვა განაახლა. აღმჩნდა, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში, მაღალბიუჯეტიანი სასტუმროების დატვირთულობა საშუალოდ 45% იყო, რაც 2024 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
გასული წლის ჯამურ მაჩვენებლის თანახმად კი, საშუალო დატვირთულობა მაღალბიუჯეტიან სასტუმროებში 56%-ს გაუტოლდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 1 პროცენტული პუნქტით შემცირებაზე მიუთითებს.
რაც შეეხება სასტუმროს ნომრის საშუალო ღირებულებას მაღალბიუჯეტიან სასტუმროებში, 2025 წლის პირველ კვარტალში მაჩვენებელი 118 აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით ნაკლებია. გასული წლის ჯამური საშუალო მაჩვენებელი კი 130 დოლარი იყო, რაც 3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.