ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაქვს მოლოდინი, რომ ბატონი ო'ბრაიანი ჩამოვა 3 თემით: ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები - ირაკლი კობახიძე

აერთოდ არ ვიცი, რასთან დაკავშირებით მოდის ბატონი ო ბრაიანი, არანაირი კომუნიკაცია შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით არ ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტის ფარგლებში განსახილველი საკითხები აშშ-თან ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები იქნება.
„მე მაქვს მოლოდინი, რომ ბატონი ო ბრაიანი ჩამოვა ძირითადად სამი თემით - ეს არის ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.