ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაქვს ვადა, როდესაც დავინახავ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის შეთანხმება არ შედგება, ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს შეიძლება, ორივე ქვეყნის მიმართ იყოს, ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო

მაქვს ვადა, როდესაც დავინახავ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის შეთანხმება არ შედგება, ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს შეიძლება, ორივე ქვეყნის მიმართ იყოს, ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო
გონებაში მაქვს ვადა, როდესაც დავინახავ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის შეთანხმება არ შედგება, ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს შეიძლება, ორივე ქვეყნის მიმართ იყოს, ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ ჰკითხეს. საპასუხოდ ტრამპს კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ შეთანხმება თუ არ შედგება, ორივე ქვეყნის მიმართ ძალიან მკაცრი იქნება.
„ჩემს გონებაში მაქვს ვადა, როდესაც დავინახავ იმ მომენტს, რომ შეთანხმება არ შედგება, ჩვენ ძალიან, ძალიან, ძალიან მკაცრები ვიქნებით. სიმართლე ვთქვათ, ეს შეიძლება ორივე ქვეყნის მიმართ იყოს, რადგან იცით, რომ ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო. ჩვენ ძალიან, ძალიან მკაცრები ვიქნებით. იქნება ეს რუსეთი თუ ვინმე სხვა, ძალიან მკაცრები ვიქნებით“, – აღნიშნა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.