ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მატჩი, რომელიც გულიაშვილმა და "რასინგმა" სწრაფად უნდა დაივიწყონ

სეგუნდა დივიზიონის ოცდამეთერთმეტე ტურში „რასინგმა“ მოულოდნელად სახლში „ალბასეტესთან“ დიდი ანგარიშით მარცხი განიცადა - 0:4.
არადა, აქამდე სანტანდერელებს ზედიზედ 4 მატჩი ჰქონდათ მოგებული.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა მე-60 წუთამდე ითამაშა - შეფასებები: sofascore 6.3, flashscore 6.1.
„რასინგი“ 59 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ალმერიას“ 4 ქულით უსწრებს და 29 მარტს სტუმრად „სარაგოსას“ შეხვდება.
სანტანდერი. „სარდინერო“
რასინგი - ალბასეტე 0:4
გოლები: 0:1 ბეტანკორი (3), 0:2 პეურტასი (6), 0:3 რუბიო (69), 0:4 რუბიო (82)
გაძევება: კანალესი (34, რასინგი)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.