"მატჩის მსვლელობისას ჩემთან "ლივერპულის" ფეხბურთელი მოვიდა და ეს კითხვა დამისვა..." - გიუნდოგანი ინგლისური გრანდის გაოცებულ წევრზე
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეორე ტურში "გალათასარაიმ" "ლივერპულს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სტამბულელთა Rams Park-ზე კვლავ ჩინებული ატმოსფერო გახლდათ.
მატჩის დასრულების შემდეგ მასპინძელთა ნახევარმცველმა ილქაი გიუნდოგანმა ყურადღება ამაზე გაამახვილა. ირკვევა, რომ "მერსისაიდელთა" ერთ-ერთი ფეხბურთელი გიუნდოგანთან მატჩის მიმდინარეობისას მივიდა და ჰკითხა, ამ სტადიონზე სულ ასეთი ატმოსფერო იყო თუ არა.
"შეხვედრის მსვლელობისას ჩემთან "ლივერპულის" ერთ-ერთი მოთამაშე მოვიდა და მეკითხება: "აქ ყოველთვის ასეთი ატმოსფეროა?!", - თქვა მატჩის შემდეგ გიუნდოგანმა.
შეხსენებისთვის, აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის ჩემპიონთა ლიგური დებიუტი შედგა, რომელიც მოედანზე 56-ე წუთზე ტრავმირებული ალისონის ნაცვლად გამოვიდა.
ჩემპიონთა ლიგა: "ატლეტიკომ", "ჩელსიმ", "ინტერმა", "მარსელმა" და "ბაიერნმა" გაიმარჯვეს - "ტოტენჰემმა" "ბოდო გლიმტთან" ფრეს მიაღწია
კონტე: "სპორტინგთან" მნიშვნელოვანი მატჩი გველის
გიუნდოგანი 1 წლის წინ "სიტიდან" მეუღლის გამო წავიდა, ახლა კი სარას ამ საქციელმა დაგვარწმუნა, რომ ფეხბურთელი "ბარსელონასაც" ტოვებს
გიუნდოგანმა, მისი აზრით, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
გიუნდოგანი: "პარი სენ ჟერმენს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავამარცხებთ
მამარდაშვილის შანსი. "ითამაშებს თუ არა ალისონი?" - სლოტმა ვითარება განმარტა
გიუნდოგანი მანჩესტერშია და დღეს "სიტიში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის
რომანო: გიუნდოგანი "ბარსელონას" დატოვებს, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელის დაბრუნება სურს
გიუნდოგანმა შესაძლოა, კარიერა კატარის ჩემპიონატში გააგრძელოს
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.