მატილდა გვარლიანი I ქართველია, ვინც Victoria’s secret-ის შოუზე გამოვა

ავტორი: ქეთევან ხუციშვილი
ქალის თეთრეულის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია Victoria’s secret 2018 წლის შემდეგ პირველ შოუს 15 ოქტომბერს გამართავს, სადაც ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც გამოვა.
Victoria’s secret Fashion Show ყოველწლიური ღონისძიება იყო,რომელიც 1995 წლიდან იმართებოდა, თუმცა 2018 წლის შემდეგ, დაბალი რეიტინგისა და გაყიდვების გამო, კომპანიას მისი გაუქმება მოუწია. ექვსწლიანი პაუზის, რებრენდინგისა და ახლებური სტრატეგიის შემუშავების შემდეგ Victoria’s Secret-ი შოუსნიუ-იორკში კვლავ ბრუნდება.
იმას, რომ მასში მონაწილეობას მატილდა გვარლიანიც მიიღებს, ნეტგაზეთს უდასტურებს ნინო ცქიტიშვილი, სამოდელო სააგენტო look models management-ის დამფუძნებელი. სწორედ ამ სააგენტოს წარმოადგენს მატილდა გვარლიანიც.
მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, ვინც Victoria’s Secret-ის შოუში მიიღებს მონაწილეობას.
ჩვენება საქართველოს დროით ღამის 02:30 საათზე გაიმართება და მისი ნახვა Victoria’s Secret-ის სოციალური მედიის გვერდებზე იქნება შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო