ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მას მხოლოდ "ნაპოლიში" თამაში სურს - "პარტენოპეი" გარემარბის დამატებასთან ახლოსაა

"ნაპოლი" "ბენფიკას" შემტევის, დავიდ ნერეშის დამატებასთან ახლოსაა. ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიელი ჟურნალისტი პედრო ალმეიდა ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "პარტენოპეიმ" "არწივებს" ნიდერლანდელი გარემარბის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა, თუმცა "ბენფიკა" 30 მილიონ ევრომდე ითხოვს.
გამოცემის ინფორმაციით, ნერეშის დამატებით პსვ-ც ინტერესდება, მაგრამ 27 წლის ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება მხოლოდ "ნაპოლიში" სურს. მოსალოდნელია, რომ "პარტენოპეი" დავიდის სანაცვლოდ მეორე წინადადებას მალე გააკეთებს.
შეგახსენებთ, ნერეშმა გასულ სეზონში "ბენფიკას" მაისურით ყველა ტურნირზე 83 მატჩი გამართა, თავი კი 17 გატანილი გოლითა და 26 საგოლე პასით გამოიჩინა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.