,,მასხრად აიგდეთ ბებიათქვენები!“ – ნინო ჯანგირაშვილი

,,კავკასიის” დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
,,ვინმემ, ვინც აპირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ან ვინც მოუწოდებს არჩევნებში მონაწილეობისკენ, ამიხსნას:
1. წესი, რომლის წყალობით ოცნებამ ფურცელზე დაწერილი პირადი ნომრებით მიაცემინა ხმა კარუსელებით ათასობით ადამიანს და დაიმატა ასობით ათასი ხმა, შეიცვალა? ადგილობრივ არჩევნებზე ვეღარ დაიწერს ამ წესით ხმებს? ვეღარ გახსნის ქოლცენტრებს, ვეღარ წაართმევს ხალხს პირადობებს, ვეღარ გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, ტერორს და მოსყიდვას?
2. 2024–ის არჩევნების შემდეგ მიღებულმა კანონებმა ოფიციალურად გასანადგურებელ სამიზნედ გამოაცხადა მედია, არასამთავრობოები, აქტივისტები, რეპრესიები დაკანონდა და რეჟიმი უფრო სასტიკი გახდა. თუ 2024 –ში ვერ შევძელით არჩევნების გაყალბებისგან დაცვა, 2025–ში როგორ ვიცავთ?
ახსენით, ვინ როგორ და რატომ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და რისი იმედი გაქვთ ან მონაწილეებს, ან იმათ, ვინც მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
თუ ამ კითხვაზე პასუხები არ გაქვთ ყველას შეგიძლიათ წახვიდეთ რუსკი კარაბლის და ახლა უკვე რუსული სტრატეგიული ავიაციის მესამედის მიმართულებით.
მასხრად აიგდეთ ბებიათქვენები!“

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც