მასწავლებლის მკვლელობის საქმე – პროკურატურა დაკავებების ახალ სერიას არ გამორიცხავს

ახალგაზრდა მასწავლებლის მკვლელობის საქმის პროკურორი “პირველებს” უდასტურებს,  რომ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს და დაკავებების ახალი სერია არ არის გამორიცხული.

გამოძიება ახლა არასრულწლოვნების ოჯახებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ელექტრონულ მოწყობილობებს სწავლობს, რამაც შეიძლება, ახალი ფიგურანტები გამოავლინოს.

არასრულწლოვნების საქმეში მოსამართლემ  დასაშვებად ცნო ყველა ის მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარემ მოიპოვა, შემდეგი კვირიდან საქმის არსებითი განხილვა დაიწყება და დახურულ პროცესზე ამ მტკიცებულებებს  გამოიკვლევენ.

სხდომათა დარბაზში მხარეების შუამდგომლობას ისმენდა, მასწავლებლებზე თავდასხმაში ბრალდებული არასრუწლოვანი.

ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს. შიმშილობის ჩიქოვანის დედაც პროკურატურასთან, რომელიც ამტკიცებს, რომუწყებამ პროტესტის ჩასახშობად მის შვილს ბრალი უსაფუძვლოდ დაუმძიმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – „დიპ სტეიტის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის ქვეყნის, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი