მასწავლებლის ეროვნული ჯილდო: აფხაზავაზე თავდასხმა საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე

ლადო აფხაზავაზე თავდასხმას ეხმაურება მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომელიც Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ფაქტი “განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე”.
“მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სახელით, ვგმობთ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ლადო არამხოლოდ გამორჩეული მასწავლებელი, არამედ გამორჩეული მოქალაქეა. მასზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე. ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება”. – წერია განცხადებაში.
ლადო აფხაზავას მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 5 ნოემბერს გადაეცა და მისი პირველი მფლობელი გახდა.