მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია – პროექტის მხარდამჭერია

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში 2026 წლის საუკეთესო ათეული ცნობილია. პროექტის მთავარი მხარდამჭერია .

აღნიშნული ინიციატივის მიზანი გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენა და დაფასებაა, რომლებიც განათლების სფეროში პოზიტიურ ცვლილებას ქმნიან.

წლევანდელი მასწავლებლების საუკეთესო ათეულის წევრები გახდნენ:

  • ცოტნე გვაჯაია, ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი;
  • არჩილ თოდუა, ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და მოქალაქეობის მასწავლებელი;
  • მარიამ კვაჭაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • დავით მალაზონია, თანამედროვე განათლების აკადემიის ისტორიის მასწავლებელი;
  • მაგდა მიქაბერიძე, თბილისის N45 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
  • ეკატერინე ჩიქოვანი, თბილისის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მადონა წერედიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • დავით ჯანდიერი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23 საჯარო სკოლის, მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის და აზროვნების აკადემიის სკოლის მოქალაქეობის, ბიზნესისა და მე და საზოგადოების მასწავლებელი;
  • ირინა ჯვარშეიშვილი, გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის N182 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
  • ლაურა ჯიმშელეიშვილი, დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის „შავნაბადა“ ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი სამ ეტაპად ტარდება: პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურ შემოწმებას გადიან, რის შემდეგაც საუკეთესო ათეული ირჩევა. შემდგომ ეტაპზე ხდება ხუთი ფინალისტის გამოვლენა, ხოლო გამარჯვებული 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს დასახელდება.

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს, 120-ზე მეტმა კი თავად შეავსო განაცხადი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წელს დაწესდა და გლობალური ინიციატივის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია. პროექტის მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი; ოქროს სპონსორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მხარდამჭერი და სპონსორი – კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერი – ალტე უნივერსიტეტი.

ინფორმაციისთვის, მოსწავლეების, სტუდენტების, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მასწავლებლების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკისთვის განათლება უკვე ექვს წელზე მეტია CSR მიმართულების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და მხარს უჭერს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას.

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებს შორისაა: საქართველოს ბანკის სტიპენდიები, გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია, დიდ ბრიტანეთში, -სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება, იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი, STEM სკოლა, STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი, საჯარო მეტყველების კონკურსი და სხვა ინიციატივები.

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე ganatleba.bog.ge