მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული

მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
ფოტო: Getty Images
ახალი კვლევის თანახმად, ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც არასდროს ყოფილან დაქორწინებული, კიბოს განვითარების მნიშვნელოვნად მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც დაქორწინებულია ან წარსულში იყო დაქორწინებული.
უცნაური სტატისტიკაა ჰო? მოდით ვნახოთ, რატომ შეიძლება იყოს ასე.
მაიამის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ კიბოს შემთხვევების მაჩვენებელი 68%-ით მაღალი იყო დაუქორწინებელ კაცებში და 85%-ით მაღალი იყო დაუქორწინებელ ქალებში.
ეს მნიშვნელოვანი სხვაობაა. მეორე მხრივ, მკვლევრები ცდილობენ, დასკვნები ისე არ წარმოადგინონ, თითქოს ქორწინება კიბოს პრევენციას ახდენს. ბუნებრივია, არც ისე იქნება, რომ ჯანმრთელობის დასაცავად, რაც შეიძლება მალე უნდა ეცადოთ დაქორწინებას.
რეალურად, სტატისტიკის უკან გაცილებით უფრო საინტერესო ისტორია იმალება. კიბოს დაავადება ოჯახურ სტატუსს არ უყურებს, თუმცა ამ დაავადების მრავალი რისკ-ფაქტორი — მათ შორის მოწევა, სტრესი და შვილების ყოლა-არ ყოლა — ასევე დაკავშირებულია ქორწინებასთან.
“ეს ნიშნავს, რომ თუ დაქორწინებული არ ხართ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ კიბოს კონკრეტულ რისკ-ფაქტორებს, ჩაიტაროთ საჭირო სკრინინგი და იყოთ მეტად ინფორმირებული”, — ამბობს კლინიკური ფსიქოლოგი ფრენკ პენედო.
სტატისტიკა შეადგინეს -ის 12 შტატში 4 მილიონზე მეტი კიბოს შემთხვევის ანალიზიდან, რომლებიც 2015-დან 2022 წლამდე 30 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში დაფიქსირდა.
კაცებში ყველაზე დიდი განსხვავება შესამჩნევი იყო ანალური კიბოს სტატისტიკაში (დაახლოებით ხუთჯერ მეტი სიხშირე დაუქორწინებელ კაცებში, ვიდრე დაქორწინებულებში) და საშვილოსნოს ყელის კიბოს მხრივ ქალებში (თითქმის სამჯერ მეტი მაჩვენებელი დაუქორწინებელ ქალებში, ვიდრე დაქორწინებულ ქალებში).
ფოტო: Cancer Res. Commun.
ეს ორი დაავადება მჭიდრო კავშირშია სქესობრივი გზით გადამდებ პაპილომავირუსთან (HPV). მაგალითად, მკერდისა და პროსტატის კიბოს შემთხვევაში, განსხვავებები არც თუ ისე დიდი იყო.
“ეს არის ნათელი და ძლიერი სიგნალი იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი უფრო დიდი რისკის ქვეშ იმყოფება”, — თქვა პენედრომ.
რა თქმა უნდა, ქორწინებასაც შეიძლება ჰქონდეს თავისი უარყოფითი მხარეები. მაგალითად, დემენციის უფრო მაღალი რისკი. შესაბამისად, ოჯახური მდგომარეობა ჩვენს ჯანმრთელობას ცალსახად ერთ ან მეორე მხარეს არ განსაზღვრავს, მაგრამ არის საინტერესო ფაქტორები, რომლების შესწავლასაც მეცნიერები ცდილობენ.
კვლევა ჟურნალ Cancer Research Communications-ში გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?2310 ნახვა
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა950 ნახვა
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მტრის პოზიციები ქვეითების გარეშე, მხოლოდ რობოტებით დაიკავა151 ნახვა
როგორ ვიყიდოთ ამერიკის 500 საუკეთესო კომპანია ერთი კლიკით?94 ნახვა
ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება “უსასრულო მეხსიერება” მოგვცეს75 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
დედამიწა
ყინულის დნობამ, შესაძლოა, ანტარქტიდაზე ოქროთი და სხვა მინერალებით მდიდარი მიწები გააჩინოს
ყინულის დნობამ, შესაძლოა, ანტარქტიდაზე ოქროთი და სხვა მინერალებით მდიდარი მიწები გააჩინოს
მეცნიერება
შემდეგი პოდკასტი: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება
შემდეგი პოდკასტი: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება
გადახედვა
Next საქართველო
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
ტექნოლოგიები
შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ
შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ
გადახედვა
კოსმოსი
პასუხები იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რომლებიც Artemis 2-თან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ
პასუხები იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რომლებიც Artemis 2-თან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ
გადახედვა
კოსმოსი
Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა
Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა
გადახედვა
კოსმოსი
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ
გადახედვა
კოსმოსი
მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის “გავლენის სფეროში” შეაღწიეს
მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის “გავლენის სფეროში” შეაღწიეს
გადახედვა
Sci-Tech
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა