ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მასში ყველაზე მეტად ეს მომწონს" - მარიო რუიმ "კვარაზე" ისაუბრა

სერია A-ს 28-ე ტურში "ნაპოლიმ" "ტორინოს" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ "პარტენოპეის" განაპირა მცველმა მარიო რუიმ Dazn-თან ინტერვიუში მატჩი შეაფასა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.
"ბოლო პერიოდში მეც, "კვარასაც" და სხვა ფეხბურთელებსაც საკუთარი თავის რწმენა დაგვიბრუნდა. ქართველი განსაკუთრებული მოთამაშეა, მასში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ მოედანზე სპექტაკლის დადგმა შეუძლია", - განაცხადა რუიმ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-7 ადგილზეა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.