მასუდ პეზეშკიანი ვლადიმერ პუტინს – ირანი მზადაა აშშ-სთან სამართლიანი გარიგებისთვის, თეირანის წითელი ხაზების გათვალისწინებით

ირანი მზადაა შეერთებულ შტატებთან დაბალანსებული და სამართლიანი გარიგებისთვის და თეირანის ინტერესები კვლავ წითელი ხაზია, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„ირანი სრულად მზადაა შეერთებულ შტატებთან დაბალანსებული და სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, – განუცხადა მასუდ პეზეშკიანმა ვლადიმერ პუტინს. მისი თქმით, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებებში წითელი ხაზი ირანელი ხალხის ეროვნული ინტერესები და უფლებებია. ირა

ნის პრეზიდენტმა რუს კოლეგას შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევისთვის ყველაზე დიდ დაბრკოლებას „აშშ-ის ორმაგი სტანდარტები“ წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!