ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„მასობრივი პროტესტები აჩვენებს – ბევრს საქართველოში ევროპა სურს“ – გერმანიის საგარეოს პრესსპიკერი

„მასობრივი პროტესტები აჩვენებს – ბევრს საქართველოში ევროპა სურს“ – გერმანიის საგარეოს პრესსპიკერი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, სებასტიან ფიშერი მიიჩნევს, რომ საქართველოში ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარე პროტესტები აჩვენებს, რომ ბევრ ქართველს ქვეყნის ევროკავშირში ხილვა სურს.
ფიშერის განცხადებით, ბერლინი კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას, მიუხედავად „ოცნების“ გადაწყვეტილებისა, 2028 წლამდე ეს პროცესი შეაჩეროს.
„ბოლო დღეების მასობრივი პროტესტები აჩვენებს ძალიან ნათლად, რომ ბევრ ადამიანს საქართველოში კვლავ სურს მომავალი ევროკავშირში“, – ციტირებს მას „დოიჩე ველე“.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.