მასკი: Neuralink-მა ადამიანის ტვინში ჩიპის იმპლანტირების პირველი ოპერაცია ჩაატარა

მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ Neuralink ადამიანის ტვინში უსადენო ჩიპი პირველად ჩანერგა წარმატებით. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მასკმა აღნიშნა, რომ მოწყობილობის მუშაობის პირველი შედეგები იმედისმომცემია და ჩიპი ნერვულ იმპულსებს კარგად ცნობს. ჩიპი ტვინში ადამიანსა და კომპიუტერს შორის დამაკავშირებელი რგოლი უნდა იყოს და დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც ფიზიკური პრობლემები და ფსიქოლოგიური აშლილობები აქვთ.
მასკმა თავის სოციალურ ქსელში X განაცხადა, რომ მისი კომპანიის ქმნილებას „ტელეპათია“ დაარქვა და პირველ რიგში მას ჩაუნერგავენ ადამიანებს პარალიზებული კიდურებით.
„ეს მათ საშუალებას მისცემს გამოიყენონ ტელეფონი, კომპიუტერი, მათი მეშვეობით კი პრაქტიკულად ნებისმიერი სხვა მოწყობილობა მხოლოდ აზრის ძალით“, – განმარტა მასკმა.
Neuralink-ის აღწერის თანახმად, ოპერაციას ტვინზე რობოტი ატარებს. ის ნერგავს ტვინში ჩიპს, რომელსაც 1024 სენსორი აქვს. ჩიპი ტვინის იმ ნაწილში ინერგება, რომელიც აკონტროლებს „მოძრაობის განხორციელების განზრახვას“. ის ტვინის სიგნალებს გარე მოწყობილობას გადასცეს, რომელიც მათ შიფრავს და „ხვდება“ რა მოძრაობის განხორციელება უნდა ადამიანს.
-ის მთავრობამ მასკის კომპანიას ადამიანზე ცდების ლიცენზია გასული წლის მაისში გასცა. გეგმის მიხედვით, ტესტირება 6 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ Neuralink-ი 2024 წელს ტვინში იმპლანტების ჩასანერგად 11 ოპერაციის ჩატარებას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა