ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მასკი ამბობს, რომ მისთვის ტრამპის მრჩეველობა არ შეუთავაზებიან

ამერიკელი მილიარდერი ანტერპრენერი ილონ მასკი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მას ტრამპის მრჩეველობა შესთავაზეს. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ თემაზე არანაირი განხილვა არ ყოფილა.
„პოტენციურად ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ჩემი ამ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ არანაირი განხილვა არ ყოფილა“, - წერს მასკი X-ზე.
მანამდე The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ეს საკითხი ბიზნესმენთან ერთად განიხილა.
გამოცემა, წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დონალდ ტრამპს და მასკს ჯერ არ აქვთ შემუშავებული წინადადება, მაგრამ ეს ბიზნესმენს შეუძლია გავლენა მოახდინოს აშშ-ს უსაფრთხოებასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.