ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარჯანიშვილის თეატრის წინ ზურაბ ყიფშიძის ვარსკვლავი გაიხსნა

მარჯანიშვილის თეატრის წინ ზურაბ ყიფშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ღონისძიებას მსახიობის მეგობრები, ოჯახის წევრები და კოლეგები ესწრებოდნენ.
ვარსკვლავის გახსნამდე, თეატრში „მეფე ლირის“ ჩვენება გაიმართა.
ზურაბ ყიფშიძეს 10 აგვისტოს 70 წელი შეუსრულდა.
1976 წლიდან, ზურაბ ყიფშიძე კინომსახიობთა თეატრისა და კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი იყო. მონაწილეობდა 50-ზე მეტ ფილმში, მათ შორის: "როცა აყვავდა ნუში", "სურამის ციხე", "ბრავო, ალბერ ლოლიშ!", "ნეილონის ნაძვის ხე", "დონ კიხოტი", "მარტოხელა მონადირე", "წუთისოფელი", "ამბავი სურამის ციხისა" და სხვ., აგრეთვე სპექტაკლებში: "შუშანიკის წამება", "ჩვენი პატარა ქალაქი", "მამა", "ზაფხულის ღამის სიზმარი" და სხვ.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.