ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მარცხზე პასუხისმგებლობას ვიღებ" – სუნაკმა ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობა დატოვა

არჩევნებში მარცხის შემდეგ რიში სუნაკმა ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა. ის აღარც კონსერვატიული პარტიის ლიდერი იქნება.
"რთული დღეა, თუმცა ამ სამუშაოს ვტოვებ პატივით, რომ მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნის პრემიერმინისტრი ვიყავი." – თქვა სუნაკმა დაუნინგ სთრითზე გამოსვლის დროს.
სუნაკმა ასევე აღნიშნა, რომ ის დატოვებს კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოზიციასაც მას შემდეგ, რაც ახალი ლიდერი შეირჩევა.
კონსერვატორთა მნიშვნელოვანი მარცხის შემდეგ სუნაკმა ქვეყანას ბოდიში მოუხადა.
"ამ მარცხის პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ." - თქვა სუნაკმა.
ბუკინგემის სასახლეში სუნაკის მიერ თანამდებობის დატოვება უკვე ოფიციალურად დაადასტურეს. მის პოზიციას სულ მალე ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, კირ სტარმერი დაიკავებს.
კონსერვატიულმა პარტიამ პარლამენტში, რომელშიც 650 ადგილია, 250-მდე მანდატი დაკარგა, მაშინ, როცა ლეიბორისტებმა 410-ზე მეტი ადგილი მოიპოვეს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.