მარცხენა სანაპიროზე ჩამოშლილი ფერდის აღდგენისთვის მერიამ ₾5 მილიონის ორი გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა

“ბიემჯის” ინფორმაციით, თბილისის მერიამ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჩამოშლილი ფერდის აღდგენისთვის ორი გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა, რომელთა ჯამური ღირებულება 5 მილიონ ლარს შეადგენს.
გამოცემის ცნობით, კახა კალაძის უწყება გეგმავს, რომ 300 000 ლარად საინჟინრო მომსახურება შეისყიდოს, ხოლო 4.7 მლნ ლარის ტენდერი საყრდენი კედლების და გზის შეკეთების სამუშაოებს ითვალისწინებს.
ქ. თბილისში, დიდუბის რაიონში, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე რესტორან „გაგრა-“ს მიმდებარედ გააქტიურდა გეოდინამიკური პროცესები რის შედეგადაც დაზიანდა გზის დამჭერი საყრდენი კედელი, გზის სავალი ნაწილის პირველი ზოლი და დეფორმირებულია ფეხით მოსიარულეთა ტროტუარი”, – წერს მერია.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?