მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ რეპუბლიკის მოედანზეც იკრიბებიან

თბილისში, მარშისთვის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ემზადებიან.
მსვლელობის მონაწილეთა ნაწილი ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე იკრიბება. მათ ევროკავშირის მხარდამჭერი ბანერები და დროშები აქვთ მოტანილი. აქციის ორგანიზატორია „ჩემი ხმა ევროკავშირს“, რომელიც 30-ამდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
რესპუბლიკის მოედნის გარდა, 17:00 საათიდან მარშის მონაწილეები შეიკრიბებიან გმირთა მოედანზე, 300 არაგველის ობელისკის (ორთაჭალა) ტერიტორიაზე, მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე (მთაწმინდა) შეიკრიბებიან და მსვლელობით თავისუფლების მოედანზე მივლენ, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მარშს „საქართველო ირჩევს ევროპას“ შეუერთდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.