,,მარშებში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლიან ტანსაცმელს“ – კალაძე

კახა კალაძე აცხადებს:
,,მარშებში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლიან ტანსაცმელს – ვფიქრობ, ამ ყველაფერში კარგად არიან ნავარჯიშევი, რადგან მარტივი არ არის ერთი საათის განმავლობაში ერთ, მეორე და მესამე აქციაზე მიხვიდე! საინტერესო პროცესებია!”
კალაძე სავარაუდოდ თორნიკე რაზმაძის ამბავს გულისხმობს – ,,იმედმა” გაავრცელა მისი ორი ფოტო, სადაც წერს, რომ ერთი და იგივე მონიტინგე ჯერ პიარის მარშში მონაწილეობდა, შემდეგ კი ფანკლუბის. მოგვიანებით, თავად თორნიკემ დაწერა:
ვესაუბრე TV Imedi-ს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს Natia Songulashvili-ს და ავუხსენი, რომ ტელევიზიამ გაავრცელა მტკნარი სიცრუე ჩემთან დაკავშირებით: მე არ ვყოფილვარ PR-ის მარშის მონაწილე, რადგან იმ დღეებში ვიყავი ავად და ვერ გავედი აქციებზე. ნაჩვენები სკრინი არის 5 დღის წინანდელი ჩვეულებრივი ღამის აქციიდან (როგორც თავადვე ხედავთ) და PR- ის მარში იყო 2 დღის წინ (ვაჩვენე შესაბამისი მასალაც). ნათიამ მითხრა, რომ გადასცა ეს ამბავი, მაგრამ, სოცმედია მაინც არ შლის ხსენებულ ქარდს. ამ პოსტს რომ დავწერდი, ესეც წინასწარ ვაცნობე. აი ასეთი ვითარებაა. ))
Edit: წაშალეს პოსტი, როგორც იქნა, ველი უარესს. 🙂

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის