ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარტ-აპრილში ეროვნულმა ბანკმა 529.4 მლნ აშშ დოლარის მონეტარული ოქრო შეიძინა

2024 წლის მარტ-აპრილში ეროვნულმა ბანკმა 529.4 მლნ აშშ დოლარის მონეტარული ოქრო შეიძინა, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 11.0%-ია.
საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2024 წლის აპრილში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 6.3%-ით შემცირდა და 4.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, წინა თვესთან შედარებით რეზერვები 0.8%-ით გაიზარდა (+37.4 მლნ აშშ დოლარი).
რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის სავალუტო ოპერაციებსაც (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 27 მაისს). ამასთან, სებ-მა სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაამატა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.