მარტში საქართველოდან 97 უცხოელი გააძევეს

მარტში საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნის 97 მოქალაქის ქვეყნიდან გაძევება განხორციელდა – ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი თქმით, საქართველოდან გაძევებულ იქნა – ინდოეთის, ბელორუსის, ჩინეთის, ტაჯიკეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ბანგლადეშის, ამერიკის შეერთებული შტატების, ერაყის, ირანის, ნიგერიის, თურქმენეთის, თურქეთის, ეგვიპტის, პაკისტანის, კამერუნის, იორდანიის, ყირგიზეთის – ჯამში 97 მოქალაქე.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. გაძევებულ პირებს კანონის შესაბამისად ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო