არქივი18 დეკემბერი, 2023, 08:10
მარტში, ბათუმში საქართველოს ნაკრებისა და ინტერის ლეგენდების მატჩი გაიმართება
2024 წლის მარტში, ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები იტალიური კლუბის, მილანის ინტერის ლეგენდებს დაუპირისპირდებიან. მატჩში მონაწილეობას ისეთი ცნობილი ფეხბურთელები მიიღებენ, როგორებიც არიან: ლუიშ ფიგუ, ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი, ესტებან კამბიასო, შოთა არველაძე, გიორგი ქინქლაძე, თემურ ქეცბაია და სხვები.
მატჩი ახალი პროექტის, Legend Series ფარგლებში, Sports Orient-თან პარტნიორობით გაიმართება. თამაშის ზუსტი თარიღი და ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია იანვარში გახდება ცნობილი.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.