ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარტინესი შემადგენლობას 3 დღეში იტყვის - საქართველოს მეტოქე პორტუგალია ევროპის ჩემპიონატისთვის საფუძვლიანად მოემზადება

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ გვაუწყა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობას 21 მაისს დაასახელებს.
აღნიშნული წყაროს ცნობით, ესპანელი სპეციალისტი Uefa-ს ახალი წესით ისარგებლებს და გერმანიაში 23-ის ნაცვლად 26 ფეხბურთელს წაიყვანს.
პორტუგალიელები ევროპის ჩემპიონატისთვის საფუძვლიანად მოემზადებიან და სამშობლოში 3 ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავენ.
4 ივნისს მარტინესის გაწვრთნილები ფინეთს, 8 ივნისს ხორვატიას, 11 ივნისს კი ირლანდიას დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები ევრო 2024-ის F ჯგუფში საქართველოსთან, ჩეხეთთან და თურქეთთან ერთადაა.
ინფორმაციისთვის, შემადგენლობას მომავალ კვირაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლიც
დაასახელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.