მარტვილში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 29 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი მარტვილში მიმდინარე წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო - ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
„რეგიონების მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
გრძელდება ქალაქ მარტვილის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები. პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
მიმდინარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის, რეზერვუარების, სატუმბი სადგურებისა და წყლის შემკრებების რეაბილიტაცია-მშენებლობა, დამატებით მოეწყობა საქლორატორო და აღრიცხვის კვანძები. მოხდება მოსახლეობის ახალ ქსელზე გადართვა.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 29 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ 6000-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
დღეის მდგომარეობით საერთო სამუშაოების 76% უკვე შესრულებულია“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.