პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარტა კოსი სამდღიანი ვიზიტით ბოსნია და ჰერცეგოვინაში იმყოფება

მარტა კოსი სამდღიანი ვიზიტით ბოსნია და ჰერცეგოვინაში იმყოფება

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სამდღიანი ვიზიტით ბოსნია და ჰერცეგოვინაში იმყოფება.
ევროკომისიის ინფორმაციით, მარტა კოსის ვიზიტის მიზანია ხაზი გაუსვას ევროკავშირის მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ.
ევროკომისარი, ვიზიტის ფარგლებში, ბოსნია და ჰერცეგოვინას საპრეზიდენტო საბჭოს, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეზიდენტს შეხვდება. ის ასევე სიტყვით გამოვა საპარლამენტო ასამბლეის წინაშე.
„ვიზიტის განმავლობაში, ევროკომისარი მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას რეფორმებთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი ნაბიჯი ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, მარტა კოსი შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს, ადგილობრივ თემებს, გავლენიან ქალებს და ახალგაზრდებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.