პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარტა კოსი - ევროკავშირი-აზერბაიჯანის პარტნიორობას პატივისცემა, დიალოგი და ორმხრივი ინტერესები წარმართავს - ჩვენ ვგეგმავთ ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას

მარტა კოსი - ევროკავშირი-აზერბაიჯანის პარტნიორობას პატივისცემა, დიალოგი და ორმხრივი ინტერესები წარმართავს - ჩვენ ვგეგმავთ ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას

ევროკავშირი-აზერბაიჯანის პარტნიორობას პატივისცემა, დიალოგი და ორმხრივი ინტერესები წარმართავს, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა სოციალურ პლატფორმა X-ზე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შესახებ დაწერა.
მისი თქმით, ეს მკაფიოდ გამოჩნდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე.
„ჩვენ ვგეგმავთ ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, - განაცხადა კოსმა.
შეგახსენებთ, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი აზერბაიჯანში იმყოფება, რის შემდეგაც ის სომხეთს ეწვევა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.