ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარტა კოსი - რეფორმების თვალსაზრისით ბოლო ერთი წლის განმავლობაში მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა გამოირჩა - მოლდოვა კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდ პროგრესს აჩვენებს

მარტა კოსი - რეფორმების თვალსაზრისით ბოლო ერთი წლის განმავლობაში მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა გამოირჩა - მოლდოვა კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდ პროგრესს აჩვენებს

რეფორმების თვალსაზრისით ბოლო ერთი წლის განმავლობაში მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა გამოირჩა, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა 2025 წლის გაფართოების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე წინ მონტენეგრო იმყოფება, თუმცა ევროკომისარმა აღნიშნა, რომ გასულ წელს მნიშვნელოვან პროგრესს ალბანეთმა, მოლდოვამ და უკრაინამაც მიაღწიეს.
„ბოლო ერთი წლის შედეგების მიხედვით, მოლდოვა კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდ პროგრესს აჩვენებს. მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ მიიწევს, ჰიბრიდული საფრთხეებისა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობების მიუხედავად“, - განაცხადა ევროკომისარმა.
მისი თქმით, „რუსეთის აგრესიული ომის შედეგად არსებული გამოწვევების მიუხედავად უკრაინა ევროკავშირისკენ გზაზე წინ მიიწევს“.
„უკრაინა ევროკავშირისკენ გზის მიმართ თავის ერთგულებას აჩვენებს. მნიშვნელოვანია წინსვლა შენარჩუნდეს და ნებისმიერი სახის უკუსვლის რისკის თავიდან აცილება მოხდეს, განსაკუთრებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნა მარტა კოსმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.