არქივი22 ივლისი, 2026, 16:53
მარნეულში შუა ხნის მამაკაცმა ოჯახის წევრი დაჭრა

მარნეულში შუა ხნის მამაკაცმა ოჯახის წევრი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული მძიმე მდგომარეობით კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 11-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.