ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარნეულში სიანის ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია იმყოფება

მარნეულში სიანის ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია იმყოფება

მარნეულის მუნიციპალიტეტს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, კერძოდ, სიანის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჩინეთის დელეგაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა საქართველოს პარლამენტის წევრ ზაურ დარგალთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან და მოადგილეებთან თემურ შუბითიძესთან და ზურაბ ფანგანთან ერთად უმასპინძლა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალურ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა მარნეულის მუნიციპალიტეტისა და სიანის ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა და შესაძლებლობების განვითარება სხვადასხვა სექტორული მიმართულებით.
„მარნეულის მუნიციპალიტეტი ყოველთვის ღიაა ახალი ინიციატივებისა და პროექტებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის განვითარებას. ასეთი ვიზიტები კი საშუალებას გვაძლევს, გავაღრმაოთ კავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან და განვახორციელოთ ერთობლივი ინიციატივები, რომლებიც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება", - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა.
შეხვედრა სიმბოლური საჩუქრების გადაცემით დასრულდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.