პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

მარნეულის მუნიციპალიტეტში კაცმა ყოფილი ცოლი დანით დაჭრა.
დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა 8 აპრილს მოხდა.
არსებული ცნობით, ბრალდებული კაცი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის მე-11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.