ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარნეულში კაცი დაჭრეს

მარნეულში კაცი დაჭრეს

მარნეულში კაცი დაჭრეს - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1977 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს. ამის შესახებ ინფრომაციას შსს ავრცელებს.

დაჭრილ მამაკაცს დაზიანებები დანით აქვთ მიყენებული.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით - 1979 წელს დაბადებულს ს.ჯ.-ს ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.ა. ბრალდებულის სახით  დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი  - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.