ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარნეულში არასრულწლოვანი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი

მარნეულში არასრულწლოვანი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი

მარნეულის სოფელ ზემო ყულარში არასრულწლოვანი იპოვეს, რომელსაც 50-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული.
რადიო “მარნეულს” დაზარალებულთან დაახლოებულმა პირებმა აცნობეს, რომ შემთხვევა 10 ივნისს მოხდა, თუმცა მოზარდი მხოლოდ დღეს, რამდენიმე საათის წინ იპოვეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს და ექიმები მისი სიცოცხლის გადასარცენად იბრძვიან.
შსს-ს ინფორმაციით, მარნეულში არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია 1 პირი, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.